ბიზნესი და პერსონალური მონაცემების დაცვა

ნიკოლოზ ბრეგვაძე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე

განსახილველი საკითხები

 

  • რა(ტომ) ღირს პერსონალური მონაცემების დაცვა?
  • მონაცემების დაცვის თეორია და პრაქტიკა
  • მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები - რა უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში
  • Privacy by Design  

 

მოკლე აღწერა

 

პრაქტიკულად არ არსებობს ბიზნესი, რომელიც არ ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. რასაც უნდა აწარმოებდეს, ყიდდეს თუ ქმნიდეს კომპანია, საქმიანობის პროცესში იგი აგროვებს, ინახავს და იყენებს ინფორმაციას მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების შესახებ. ეს მას მონაცემთა დამმუშავებლის სტატუსს და შესაბამისად, გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს - როგორც კანონის, ისე ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლის მონაცემებიც მის ხელში მოხვდება.

კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შექმნილი პროდუქტი შესაძლოა დაეხმაროს ბიზნესს რესურსების დაზოგვაში, მომხმარებლების და საკუთარი გუნდის ნდობის მოპოვებაში და შესაძლოა, იქცეს კონკურენტულ უპირატესობადაც. განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს. კანონის დარღვევა კი შესაძლოა ფინანსურ და რეპუტაციულ დანაკარგებად დაუჯდეს.

ამ ტრენინგის მიზანია, მარტივი ფორმით მიაწოდოს ბიზნესს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. გააცნოს ის აუცილებელი საკანონმდებლო მოთხოვნები და პრაქტიკული ნაბიჯები, რაც მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორების და მისივე ინტერესების დაცვაში დაეხმარება.

 

ტრენინგი ჩატარდება 16 მაისს, 15:00 საათზე.

მისამართი: ჭავჭავაძის #11, თიბისი ბანკის ფილიალი

 

*ტრენინგი სრულად დაფინანსებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და თიბისი ბანკის მიერ