სტარტაპერი

პროგრამის შესახებ

 

 

სტარტაპერი თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანია სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება.

პროგრამა მოიცავს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სტარტაპებისთვის.

თუ ხარ სტარტაპერი, მოდი აქ, ჩაერთე პროგრამის სხვადასხვა აქტივობაში და გახდი უფრო წარმატებული!

 

 




ხშირად დასმული კითხვები

რა არის ”სტარტაპერი“?

”სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა.

პროგრამა მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას სტარტაპებისთვის, კერძოდ:

 

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაშია და არის მაქსიმუმ 2 წლის.

თუმცა, ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად, სტარტაპები გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

 

  • სესხი შეუძლია აიღოს სტარტაპმა, რომლის საქმიანობის სფერო არის: წარმოება, მომსახურება, ელ-კომერცია, ინოვაციები, ტექნოლოგიები, ტურიზმი და აგრარული მიმართულება.
  • საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათი შეუძლია მიიღოს სტარტაპმა, კომპანიის დარეგისტრირებიდან 6 თვის განმავლობაში.

როგორ გავხდე თქვენი პროგრამის მონაწილე?

გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენ ვებ გვერდზე და დაემატე სტარტაპ კატალოგში! 

რატომ უნდა გავხდე თქვენი პროგრამის წევრი?

„სტარტაპერის“ პროგრამის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა და პრივილეგია, რომ:

 

მინდა სტარტაპკატალოგში ჩემი სტარტაპიც დაამატოთ, როგორ მოვიქცე?

ინსტრუქცია სტარტაპ კატალოგში დასამატებლად:

  1. გაიარე რეგისტრაცია ჩვენს ვებ გვერდზე და მონიშნე მაქვს ბიზნესი.
  2. მოამზადე სტარტაპის მოკლე აღწერა, ლოგო*, ქავერ სურათი*, ვებ გვერდისა და სოციალური მედიის ბმულები (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო), კომპანიის რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი (ინდ.მეწარმის შემთხვეავში)
  3. გადადი კატალოგის გვერდზეშეიყვანე შენი მომხმარებელი (მეილი) და პასვორდი და ატვირთე მონაცემები
  4. რეგისტრაციიდან ორ სამუშაო დღეში შენი სტარტაპი გამოქვეყნდება სტარტაპ კატალოგში, ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაგიკავშირდება სტარტაპერის გუნდის წევრი

*ლოგოსა და ქავერის სურათის ზომები შეესაბამება Facebook-ის პროფილისა და ქავერის ფოტოების ზომებს

ტრენინგი ფასიანია თუ არა?

ტრენინგები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.

როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა ტრენინგებში?

გადადი სტარტაპ განათლების გვერდზე, აირჩიე შენთვის სასურველი ტრენინგი და შეავსე რეგისტრაციის ფორმა.

მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში მეილზე მოგივათ შეტყობინება ტრენინგის დეტალების შესახებ (მათ შორის თარიღის, ლოკაციის და ა.შ.) ხოლო ტრენინგამდე ერთი დღით ადრე დაგიკავშირდებათ ჩვენი ქოლცენტრის წარმომადგენელი და გადაამოწმებს თქვენი დასწრების შესახებ ინფორმაციას.

ტრენინგზე შესაძლებელია დაარეგისტრირო შენი სტარტაპის ერთზე მეტი თანამშრომელი.

ერთჯერადია ტრენინგები?

ყველა ტრენინგი არის ერთჯერადი და თითოეული მათგანი გრძელდება 3 საათი.

სტარტაპ ტრენინგზე დასწერება მინდა, მაგრამ კომპანია არ მაქვს, შეიძლება?

ამ ეტაპზე სტარტაპ ტრენინგი გათვლილია მხოლოდ სტარტაპერებზე, რომელთაც კომპანია დარეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში (იურიდიული პირი ან ინდ.მეწარმე).

სტარტაპერის ტრენიგზე დავრეგისტრირდი, შემიძლია თუ არა მივიდე პირდაპირ ტრენინგზე?

ტრენინგებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას, რის შემდეგაც შეგეძლებათ ტრენინგზე მოსვლა.

რას გულისხმობს მედიამხარდაჭერა?

მედია და PR მხარდაჭერის ფარგლებში სტარტაპერის გუნდი სპეციალურად შერჩეული* სტარტაპებისთვის ამზადებს:

 

*იმისათვის, რომ ისარგებლოთ მედია და PR მხარდაჭერით, დარეგისტრირდით სტარტაპ კატალოგში და დაელოდეთ თქვენს ჯერს

რომელ საბანკო პროდუქტებზე შემიძლია ვისარგებლო შეღავათით?

თუ ხართ სტარტაპერი, კომპანიის დარეგისტრირებიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებთ:

 

როგორ შემიძლია ვისარგებლო საბანკო პროდუქტებზე შეღავათით?

ფასდაკლების მისაღებად სტარტაპის რეგისტრაციიდან არ უნდა იყოს გასული 6 თვეზე მეტი დრო. 

სერვისის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ასევე დისტანციურად.

როგორ უნდა ავიღო სესხი?

დაფინანსების მისაღებად უნდა შეავსო ონლაინ აპლიკაცია. მიჰყევი ინსტრუქციას:

 

  1. გაიარე რეგისტრაცია ჩვენს ვებ გვერდზე.
  2. გადადი საბანკო პროდუქტების გვერდზე და აარჩიე შენთვის სასრუველი დაფინანსების ტიპი. (სტარტაპ სესხი, სტარტაპ აგრო, სტარტაპ სასტუმრო, სტარტაპ ლიზინგი)
  3. შეავსე სესხის განაცხადი. განაცხადის შესავსებად დაგჭირდება შემდეგი ინფორმაცია: ბიზნეს იდეის/პროექტის აღწერა, სასურველი თანხის მოცულობა და ვალუტა, თანამონაწილეობის თანხა, სესხის მიზნობრიობის აღწერა და რეგიონი, სადაც იწყებთ ბიზნესს.
  4. სესხის აპლიკაციის შევსებიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში დაგიკავშირდებათ თიბისი ბანკის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია არ აკმოყოფილებს სესხის სტანდარტულ პირობებს მიიღებთ შეტყობინებას მეილით მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.

სტარტაპის დაფინანსებისას თიბისი ბანკი წილში შემოდის თუ არა?

პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსების კომპონენტი გულისხმობს სტარტაპებისთვის ბიზნეს სესხის გაცემას. შესაბამისად, თიბისი ბანკი წილში არ შემოდის.

სესხის აპლიკაციის შევსებიდან რა ვადაში მივიღებთ პასუხს?

სესხის აპლიკაციის შევსებიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში დაგიკავშირდებათ თიბისი ბანკის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია არ აკმოყოფილებს სესხის სტანდარტულ პირობებს მიიღებთ შეტყობინებას მეილით მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.

როგორია სესხის პროცენტი და არის თუ არა ის უფრო დაბალი ვიდრე სტანდარტული სესხის პროცენტი?

სესხის პროცენტი სტანდარტულია და მისი მოცულობა დამოკიდებულია ბიზნესის ინდივიდუალურ შეფასებაზე.

რა მიზნობრიობით შემიძლია ავიღო სტარტაპ სესხი?

სტარტაპ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ხუთი ტიპის დაფინანსების მიღება. თითოეულს აქვს თავისი ინდივიდუალური პირობები.

 

სესხის მისაღებად, არის თუ არა შეზღუდვა ბიზნესის საქმიანობაზე?

სტარტაპ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ხუთი ტიპის დაფინანსების მიღება. თითოეულს აქვს თავისი ინდივიდუალური პირობები.

 

სესხი მხოლოდ საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე გაიცემა თუ შეიძლება მაგალითად აშშ-ში დაფუძნებული კომპანია იყოს მსესხებელი?

სესხი მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებზე გაიცემა.

საჭროა თუარა უზრუნველყოფის წარმოდგენა?

სტარტაპ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ხუთი ტიპის დაფინანსების მიღება. თითოეულს აქვს თავისი ინდივიდუალური პირობები.