სტარტაპერი

ტერმინალი სტარტაპერისთვის

ტერმინალის შესახებ

ტერმინალი მულტიფუნქციური სივრცეა რომელიც აერთიანებს საერთო სამუშაო სივრცეს, მცირე კომპანიებისთვის ოფისებს და შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიების დარბაზებს.

 

ტერმინალში განთავსებულია კაფე ტერასით, თვითმომსახურების სამზარეულო, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები, ბიბლიოთეკა და ველოსიპედების სადგომი შენობის შიგნით. Terminal-ის ყველა წევრსა და ოფისებს ემსახურებათ 24 საათიანი მიმღები და კონსიერჟი, დალაგების სერვისი, მაღალი სიჩქარის უსადენო ინტერნეტი და აქვთ ყველა ის პირობა, რაც მათს საქმიანობას ხელს შეუწყობს.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტერმინალის Facebook გვერდზე: Terminal • ტერმინალი

შეთავაზების პირობები

ტერმინალი სტარტაპერებს სთავაზობს სპეციალურ ფასს თავის ორ ახალ სივრცეში განთავსებაზე ( ტერმინალი უნივერსიტეტის ქუჩა #24 და ტერმინალი ვარდების ბაღი).

 

შეთავაზება:

  • ფიქსირებული ადგილი ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეში - თვეში 425 ლარის ნაცვლად 320 ლარი.

ზოგადი პირობები

  • გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენ ვებ გვერდზე
  • ავტორიზაციის შემდეგ, შეავსეთ სპეციალური შეთავაზების განაცხადი
  • დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულ სტარტაპებთან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში
  • სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის, ან ინდ. მეწარმეებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობიდან გასულია მაქსიმუმ 2 წელი


შეავსე განაცხადი