სტარტაპერი

Megamall.ge სტარტაპერისთვის

Megamall.ge

ონლაინმაღაზია Megamall.ge, რომელიც  უკვე სამი წელია მომხმარებელს 10 000-ზე მეტი სახეობის წვრილ და მსხვილ ტექნიკას სთავაზობს, პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად სპეციალურ პროდუქტს - „Megamall.ge -სტარტაპერისთვის“ ქმნის.

 

ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები ნებისმიერი ტიპის ტექნიკის შეძენას საქართველოში ყველაზე დაბალ, თითქმის საბითუმო ფასად შეძლებენ. პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია როგორც ვებგვერდის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად, ისე თბილისსა და ზუგდიდში მდებარე მაღაზიებში. ვებგვერდს ონლაინგანვადების ფუნქციონალიც აქვს. სტარტაპერები „მეგამოლის“ პროდუქციის შეძენისას კიდევ ერთი უპირატესობით ისარგებლებენ. მათ სპეციალურად გამოყოფილი მენეჯერი მოემსახურებათ, დისტანიცურად გაივლიან კონსულტაციას და ტექნიკას მათთვის სასურველ ადგილზე, ყოველგვარი საფასურის გარეშე მიიღებენ.

 

„მეგამოლს“ ბაზარზე სხვა მსგავსი კომპანიებისგან პროდუქციის რაოდენობა, მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და სწრაფი  მიწოდების სერვისიც გამოარჩევს. კომპანია უახლოეს მომავალში რამდენიმე მიმართულებით გეგმავს განვითარებას - მიმდინარეობს ვებგვერდის ფუნქციონალისა და დიზაინის განახლება. გარდა ამისა,  სულ მალე „მეგამოლს“ კიდევ ორი ფიზიკური მაღაზია შეემატება თბილისსა და ბათუმში.

 

„Megamall.ge-სტარტაპერისთვის“ შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებლია „სტარტაპერის“  ვებგვერდზე,  ასევე „მეგამოლის“ ცხელ ხაზზე: 032 2 49 77 77.

შეთავაზების პირობები

Megamall.ge სპეციალური შეთავაზების ფარგლებში სტარტაპებს სთავაზობს

 

  • პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლებას (გამომდინარე რომელი კატეგორიის პროდუქციაა), ბაზარზე საუკეთესო ფასს

  • უფასო მიტანის სერვისს საქართველოს მასშტაბით

  • პირადი მენეჯერის სერვისს

 

პროდუქცია შესაძლებელია დაათვალიეროთ Megamall.ge - ს ვებგვერდზე.

 

„Megamall.ge-სტარტაპერისთვის“ შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებლია „სტარტაპერის“  ვებგვერდზე,  ასევე „მეგამოლის“ ცხელ ხაზზე: 032 2 49 77 77.

ზოგადი პირობები

  • გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენ ვებ გვერდზე
  • ავტორიზაციის შემდეგ, შეავსეთ სპეციალური შეთავაზების განაცხადი
  • დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულ სტარტაპებთან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში
  • სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის, ან ინდ. მეწარმეებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობიდან გასულია მაქსიმუმ 2 წელი


შეავსე განაცხადი