სტარტაპერი

Loialte

Loialte ლოიალტე

Loialte/ლოიალტე არის ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საკონსულტაციო და აუდიტორულ სერვისებს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალი დონის პროფესიონალებით.

 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მეწარმეობის ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და საზრუნავი ჩვენი საზოგადოების არსებულ რეალობაში. ვიღებთ რა ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, სტარტაპერებს ვთავაზობთ პრეფერენციულ პირობებს საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებზე. ეს ის სერვისებია, რომლის სწორად წარმოებაც ხშირად გადამწყვეტი ხდება ხოლმე ბიზნესის არსებობისა და განვითარებისათვის.

შეთავაზება და ტარიფები

 

Loialte გთავაზობთ

 

  • უფასო კონსაულტაციას იურიდიულ, საგადასახადო და შესაბამისობასთან (Compliance) დაკავშირებულ საკითხებზე. კონსულტაციები განხორციელდება ლოიალტეს ოფისში
  • 50%-იან ფასდაკლებას აუთსორსინგულ სერვისებზე  - ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიული და შესაბამისობის (Compliance) მიმართულებით
  • 50%-იან ფასდაკლებას ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიის CDC Trainings-ის ყველა ტრენინგზე
  • ტრენინგებზე უფასოდ დასწრება - თვის განმავლობაში 3 ტრენინგზე სტრატაპერების უფასოდ დასწრება. დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა.
  • საინფორმაციო მხარდაჭერას კლიენტებთან კომუნიკაციის პროცესში, კერძოდ, თვეში საშუალოდ 2 პოსტი განთავსდება Loialte-ს სოციალურ ქსელებში, შესაბამისი ბიუჯეტით, რაც ხელს შეუწყობს მათ პოპულარიზაციას. ასევე, ჩვენი პარტნიორი სტარტაპების პროდუქტების/მომსახურებების შესახებ ინფორმაცია გაზიარდება ჩვენს პორტფელში არსებულ კომპანიებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

 

შენიშვნა: ლოიალტეს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.

 

 

დამატებითი სარგებელი

 

სპარტაპ პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში განსაკუთრებული პირობები გავრცელდება ასევე ჩვენს სხვა მომსახურებებზე, კერძოდ, სტანდარტულ ფასთან შედარებით 30%-50%-იანი ფასდაკლება შემდეგ სერვისებზე:

 

  • წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოსთან
  • წარმომადგნელობა სასამართლოში/არბიტრაჟში
  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
  • წინასწარი გადაწყვეტილების მომზადებაში დახმარება და შემდგომი მხარდაჭერა
  • საქმიანი დოკუმენტების მომზადება (ხელშეკრულება, ოქმი და ა.შ.)
  • ქონების შეფასება
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
  • ფინანსური აუდიტი
  • საგადასახადო აუდიტი

 

ზოგადი პირობები

  • გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენ ვებ გვერდზე
  • ავტორიზაციის შემდეგ, შეავსეთ სპეციალური შეთავაზების განაცხადი
  • დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულ სტარტაპებთან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში
  • სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის, ან ინდ. მეწარმეებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობიდან გასულია მაქსიმუმ 2 წელი


შეავსე განაცხადი