ბიზნეს ქოუჩინგი

თამარ ჩიჩუა

პირველი ქოუჩინგის კომპანია "გროუინის" პარტნიორი და დირექტორი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
  • აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე.
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

ბიზნეს ქოუჩინგი

 

ბიზნეს ქოუჩინგის ზოგადი მიზანია მენეჯერის /ლიდერის გაძლიერება, მისი ეფექტურობის და პროდუქტიულობის გაზრდა, კომპანიის განვითარების და წარმატების ხელშეწყობა. თუმცა საკითხები, რომელსაც ეხება ქოუჩინგი, ბევრად უფრო მრავალფეროვანია. თითოეული შეხვედრის მიზანს განსაზღვრავს თვითონ კლიენტი: ფოკუსირება შეიძლება მოხდეს კომპანიის ხედვებზე, მიზნებზე, ღირებულებებზე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე (პრიორიტეტიზაცია, დროის მართვა და ა.შ.),  გუნდურ ურთიერთობებზე, პიროვნულ განვითარებაზე ან სხვა ნებისმიერ საკითხზე რომელიც აქტუალურია კლიენტისთვის.  

 

კონსულტაციის შედეგად კლიენტს შეუძლია:

 

  • გააცნობიეროს თავისი მართვის სტილი, ლიდერული თვისებები, სიძლიერეები და ოპტიმიზაციის საჭიროებები
  • შეიმუშავოს გრძელვადიანი ხედვები, მკაფიო მიზნები, კონკრეტული ამოცანები და მოახდინოს პრიორიტეტიზაცია
  • გამოიმუშავოს შემოქმედებითი მიდგომა გადაწყვეტილების მიღებისას
  • გაიაზროს მხარდამჭერი გარემო, რესურსები და აღმოაჩინოს ბარიერების დაძლევის გზები
  • შეიმუშავოს მიზნის მიღწევისთვის საჭირო სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმები
  • აიმაღლოს ემოციური სიმტკიცე - ოპტიმიზმი, მოტივაცია, სტრესის გამძლეობა
  • შეიმუშავოს პირადი და პროფესიული განვითრების ინდივიდუალური გეგმა

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია: მარჯანიშვილის 7



შეავსე განაცხადი