სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები სტარტაპებისთვის

ბექა მარუაშვილი

RSM - ის უფროსი მენეჯერი, საგადასახადო კონსულტანტი

ტრენინგის მიზანია ეფექტურად მიაწოდოს მსმენელს ძირითადი ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო სისტემის შესახებ, გაარკვიოს საშემოსავლო გადასახადის არსში და გააცნოს საქართველოში მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების უპირატესობები.

 

 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები

 

 

  • საქართველოს საგადასახადო სისტემა
  • საქართველოში მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის ძირითად პრინციპები
  • საშემოსავლო გადასახადი, მისი დეკლარირებისა და ანგარიშსწორების წესი
  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები (მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი)
  • ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები
  • საგადასახადო ვალდებულებების გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები

 

ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ

 

 

  • ეფექტურად გადაჭრან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიმართულებით არსებული სირთულეები
  • სწორად შეაფასონ და გამოიყენონ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების უპირატესობები და ეფექტურად დაგეგმონ მომავალი სამოქმედო ნაბიჯები
  • სწორი საგადასახადო დაგეგმვის (მათ შორის, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შერჩევით) საფუძველზე მოახდინონ გადასახადების ოპტიმიზაცია, რაც თავის მხრივ დაეხმარება ბიზნესს რესურსების დაზოგვაში

 

 

ტრენინგი განკუთვნილია როგორც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მფლობელებისთვის, მენეჯერებისთვის და ბუღალტრებისთვის, ასევე საქართველოს საგადასახადო სისტემით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს შეიძინოს ან გაიღრმავოს საგადასახადო კანონმდებლობასთან სამუშაო უნარები.

 

მისამართი: თიბისი ბანკის ფილიალი, ჭავჭავაძის #11

ხანგრძლივობა: 3 საათი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის და თიბისი ბანკის მიერ