იდეის გაჩენიდან ინვესტიციებამდე

სტარტაპ კურსი

დაესწარი ყველა სესიას

სტარტაპის დაწყებას სპეციფიკური ცოდნა და უნარები სჭირდება. ამ საჭიროებების საპასუხოდ წელს თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში სტარტაპ კურსი შეიქმნა, რომლის განმავლობაშიც ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნას პროფესიონალი სპიკერები გაუზიარებენ.

 

მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. კურსის გავლა ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაეხმარება სტარტაპერებს.

 

ლექციები კვირაში ერთხელ 12 ოქტომბრიდან ჩატარდება, 19:00 საათზე.

კურსი შეეხება სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე:

 

  • სტარტაპ იდეის ფორმირება - დავით მარკოზაშვილი, 12 ოქტომბერი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა - გიგი ჯანელიძე, 19 ოქტომბერი 
  • ბიზნეს მოდელის განსაზღვრა - თორნიკე ჩხაიძე, 26 ოქტომბერი 
  • სტარტაპ ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე, 4 ნოემბერი 
  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე, 9 ნოემბერი 
  • ციფრული მარკეტინგი - პავლე გაბრიჭიძე, 16 ნოემბერი
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - ლადი გაბუნია, 23 ნოემბერი

 

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი.

მისამართი: ZOOM

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ სტარტაპერს

სესიაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს შეკითხვები ან საკითხები საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან. 

* სასურველია სესიაზე ვიდეო კამერით ჩართვა