ჩინი

გაუფრთხილდი და გამოარჩიე! ,,ჩინის" ჩემოდნის გარსაცმი, ქართული იდენტობით, თქვენს ჩემოდანს თვალისჩინივით გაუფრთხილდება და გახდის გამორჩეულს. დამღლელი ფრენის შემდეგ აეროპორტში ადვილად შეძლებთ თქვენი ჩემოდანი ამოიცნოთ უამრავ ჩემოდანს შორის. მოგზაურობისას, ჩინის გარსაცმით შემოსილი თქვენი ჩემოდანი თავისი ქართული იდენტობით აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას და იმ ადამიანებს მიაწვდენს ხმას, ვისაც ჯერ კიდევ არაფერი სმენიათ საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. ჩინი, როგორც გენიალური ფიროსმანის „მეთევზის“ ტყავს ირგებს, ასევე, მდიდრული ქართული ანბანის წარსულში იქექება, საკუთარ თავში გამბედაობასაც პოულობს და ჩვენს ზღურბლთან მომდგარ მტერს გულწრფელად, თვალსაჩინოდ მიუთითებს -„საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“! მე ვარ ჩინი, დღეს საით მივფრინავთ?

ელ.ფოსტა:

[email protected]

კომპანიის Facebook გვერდი:

Facebook

კომპანიის Instagram გვერდი:

Instagram
წინა სტარტაპი