სტარტაპერი

სიგმა - ჭკვიანი ოფისი

რა არის ჭკვიანი ოფისი

ჭკვიანი ოფისის კონცეფცია გულისხმობს ყველა სტანდარტული ბიზნეს სერვისის მიწოდებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ჭკვიანი ოფისების პრაქტიკა მსოფლიოში წარმატებული ბიზნეს მოდელია, რომელიც ხარჯებს საშუალოდ ⅓-ით ამცირებს, ხოლო ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.

 

სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის თანახმად, მცირე და საშუალო კომპანიები საკუთარი რესურსის 50% - 70% ხარჯავენ არაპირდაპირ ბიზნეს საქმიანობებზე (ოფისის მართვა, სხვადასხვა პროფესიული სერვისები, მარკეტინგული აქტივობები, სხვა).

 

უკვე სამ წელზე მეტია, პირველი ჭკვიანი ოფისი საქართველოში მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებათა ფართო სპექტრს.

 

სრულად დაკომპლექტებული ოფისი კადრებითა და საოფისე ინფრასტრუქტურით, რომელიც მორგებული იქნება თითოეული კომპანიის სპეციფიურ მოთხოვნებზე. ფიზიკური მისამართი, გამოყოფილი სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი, Co-Working Space, ოფის-მენეჯერი, პერსონალური ასისტენტი, ბუღალტერი, იურისტი, სიგმას მომსახურებების ჩამონათვალის მხოლოდ მცირე ნაწილია.ჭკვიანი ოფისის მეშვეობით, საშუალება გაქვთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ბიზნეს რისკები, შეამციროთ მიმდინარე ხარჯები, მოაწესრიგოთ კორპორატიული გარემო და ნებისმიერ თქვენთვის საჭირო ბიზენს საკითხთან დაკავშირებით მიიღოთ პროფესიონალების მომსახურება.

 

მისამართი : თ. აბულაძის ქ. 31, სივრცე 13.

ვისთვის არის განკუთვილი ჭკვიანი ოფისის სერვისი

ჭკვიანი ოფისის კონცეფციით შეიძლება ისარგებლოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მომუშავე კომპანიამ, მაგრამ ძირითადად ეს სერვისი მორგებულია შემდეგი ტიპის ბიზნესებზე:

 

  • მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ რესურსი, ან საჭიროება, რომ დააფინანსონ სრულ განაკვეთზე ოფისის და კადრების ხარჯი
  • სეზონური და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური შემოსავალი
  • უცხოური კომპანიები, რომლებსაც ესაჭიროებათ ადგილობრივი გუნდი ბიზნესის განსახორციელებლად
  • სტარტაპ კომპანიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე ხარჯების და რისკების ოპტიმიზაცია

 

ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებაზე და ადგილობრივ ცოდნაზე დაყრდნობით, რეზიდენტი და არარეზიდენტი   პარტნიორებისათვის შევქმენით ახალი მიმართულება - ბიზნეს ინკუბატორი, სადაც თქვენ მიიღებთ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ერთჯერად და ყოველთვიურ სერვისებს.ჩვენი გუნდი აქტიურად ეხმარება კლიენტებს ახალი პარტნიორების მოძიებასა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში. სიგმა ჯგუფის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების ანალიზი და პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირება
  • პირველადი კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული პრეზენტაციების და კომერციული შეთავაზებების მომზადება
  • ოპტიმალური პარტნიორული სქემების შემუშავება
  • ვიდეო კონფერენციების და შეხვედრების ორგანიზება
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდერების დამუშავება და სააპლიკაციო საბუთების მოძიება / მომზადება

 

სიგმა ჯგუფი 2016 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი მომხმარებლები ოპერირებენ სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის წარმოების, საცალო და B2B გაყიდვების, სამშენებლო და მომსახურების სფეროებში.

შეთავაზება და ტარიფები

სიგმა ჯგუფი სტარტაპერებს სთავაზობს სამი ტიპის სერვისს 

 

  1. ბოქს ოფისი - 900 ლარი
  2. ჭკვიანი ოფისი - 700 ლარი
  3. საერთო სამუშაო სივრცე - 250 ლარი

დეტალური ინფორმაცია თითოეული შეთავაზების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აღწერაში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონის ნომერი: +995 322 20 11 23
მისამართი: თბილისი, თენგიზ აბულაძის ქ. 31. 0179

 

ბოქს ოფისი

სპეციალური შეთავაზება პირველი ჭკვიანი ოფისი სიგმასგან, ბოქს ოფისების კონცეფცია, რაც გულისხმობს

 

  • ულიმიტო წვდომას თქვენს საკუთარ, გამოყოფილ სამუშაო ოთახზე, ყოველდღე 09:00 – 21:00
  • წვდომა შეხვედრების ოთახზე - 15 საათი. 
  • გამოყოფილი ტელეფონის ნომერი 
  • ოფის მენეჯერის მომსახურება (ზარების დამუშავება, გადამისამართება)
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
  • კორპორატიული ვებ-გვერდის მართვა
  • კორპორატიული პრეზენტაციის და კომერციული შეთავაზებების მომზადება
  • პერსონალური ასისტენტის მომსახურება
  • წვდომა საოფისე ტექნიკაზე (პრინტერი, სკანერი, სხვა) და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე
  • ულიმიტო საკონსულტაციო მომსახურება (ბუღალტრული, საგადასახადო, იურიდიული, საოპერაციო) 
  • კომუნალური ხარჯები

ყველაფერი ეს მხოლოდ 900 ლარად სპეციალურად სტარტაპერებისთვის.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონის ნომერი: +995 322 20 11 23
მისამართი: თბილისი, თენგიზ აბულაძის ქ. 31. 0179

ჭკვიანი ოფისი

სპეციალური შეთავაზება სიგმა ჯგუფისგან, ჭკვიანი ოფისი, რაც გულისხმობს

 

  • ფაქტიური მისამართი
  • იურიდიული მისამართი
  • გამოყოფილი ტელეფონის ნომერი, სადაც ოფის მენეჯერი უპასუხებს სტარტაპერის სახელით და დაამუშავებს ზარს
  • პერსონალური ასისტენტი
  • წვდომა სამუშაო ადგილზე საერთო სივრცეში (First Come First Serve)
  • წვდომა შეხვედრების ოთახზე (10 საათი)
  • ბუღალტრული მომსახურება
  • საგადასახადო მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • ნიუსები კომერსანტში (4 ნიუსი)
  • სოციალური და ვებ გვერდების შიგთავსის მართვა (Content Management)
  • კორპორატიული პრეზენტაციის მომზადება
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება
  • პოტენციური პარტნიორების მოძიება და პირველადი მოლაპარაკებების წარმოება
  • სატენდერო წინადადებების მომზადება
  • სანოტარო და სათარჯიმნო მომსახურების ორგანიზება (სტარტაპერს მოუწევს მხოლოდ ერთხელ მისვლა ადგილზე, დანარჩენს ჩვენ უზრუნველყოფთ)

 

ყველაფერი ეს მხოლოდ 700 ლარად სპეციალურად სტარტაპერებისთვის.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონის ნომერი: +995 322 20 11 23
მისამართი: თბილისი, თენგიზ აბულაძის ქ. 31. 0179

საერთო სამუშაო სივრცე

თუ შენთვის კომფორტულ გარემოში მუშაობა მნიშვნელოვანია, მაშინ პირველ ჭკვიან ოფის სიგმას შენთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

 

  • ულიმიტო წვდომა საერთო სამუშაო სივრცეზე (Co-Working Space), ყოველდღე 09:00 – 21:00
  • საოფისე ტექნიკა (პრინტერი, სკანერი და სხვა) და მაღალი ხარისხის ინტერნეტი
  • შეხვედრების ოთახი (10 საათი)
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
  • ულიმიტო საკონსულტაციო მომსახურება (ბუღალტერია, საგადასახადო, იურიდიული და მენეჯმენტი)
  • წვდომა თქვენს პოტენციურ მომხმარებელზე
  • სხვადასხვა სოციალიზაციის და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა
  • შეღავათიანი პირობები საბანკო და მობილურ მომსახურებებზე

ეს ყველაფერი თვეში მხოლოდ 250 ლარად სპეციალურად სტარტაპერებისთვის

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონის ნომერი: +995 322 20 11 23
მისამართი: თბილისი, თემურ აბულაძის ქ. 31. 0179

ზოგადი პირობები

  • გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენ ვებ გვერდზე
  • ავტორიზაციის შემდეგ, შეავსეთ სპეციალური შეთავაზების განაცხადი
  • დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულ სტარტაპებთან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში
  • სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის, ან ინდ. მეწარმეებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობიდან გასულია მაქსიმუმ 2 წელი


შეავსე განაცხადი