სტარტაპერი

ბიზნეს ამქარი

ბიზნეს ამქარის შესახებ

ბიზნეს ამქარი არის ჯიპას და სტარტაპერის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სტარტაპერები მიიღებენ 80 ამდე მომსახურებას ჯიპას სტუდენტებისა და მათი ლექტორებისგან. პროექტი ერთი მხრივ ხელმისაწვდომს ხდის მაღალი ხარისხის B2B მომსახურებას დამწყები ბიზნესებისთვის და მეორე მხრივ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე მიიღონ სამუშაო გამოცდილება რეალურ ბიზნეს ქეისებზე.  

 

ამქარის სერვისის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე  10 მარტამდე, სტარტაპების შერჩევა ხდება გასაუბრებით.  პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები მომსახურებას მიიღებენ 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (მარტი- მაისი 2019). 

 

ქვემოთ გაეცანით სერვისების ჩამონათვალს.

 

ბიზნესი

  • ბიზნეს მოდელის განსაზღვრა
  • ბიზნესის სტრატეგიის განსაზღვრა
  • ბიზნესის სტრატეგიული გეგმის შემუშავება
  • მიზანშეწონილობის წინასწარი კვლევა (Pre-feasibility)
  • მიზანშეწონილობის კვლევა (feasibility)
  • ბიზნეს გეგმის მომზადება სესხის ასაღებად
  • ბიზნეს გეგმის/საინვესტიციო წინადადების მომზადება ინვესტორებისთვის
  • ბიზნესის ღირებულების შეფასება
  • ბიზნესის ღირებულების ზრდის გეგმის შემუშავება
  • სამოქმედო გეგმების შემუშავება
  • პოტენციური პარტნიორების მოძიება

ფინანსები

  • ფინანსური უწყისების პაკეტის შექმნა
  • ფინანსური ანალიზი + ტრენინგი
  • ფინანსური მოდელის შექმნა
  • ბიუჯეტის შედგენა
  • ფინანსური გეგმის შემუშავება
  • ხარჯების სტრუქტურის განსაზღვრა
  • ქმედებებზე დამყარებული ხარჯთაღრიცხვის მოდელის შემუშავება

მარკეტინგი

  • მარკეტინგული კვლევა (მხოლოდ მეორადი მონაცემებით)
  • მარკეტინგული კვლევა (პირველადი მონაცემებით)
  • ბაზრის პოტენციალის შეფასება
  • ბაზრის ზომის შეფასება
  • ბაზრის სეგმენტაცია
  • კონკურენტების შედარება
  • ცნობადობის შეფასება
  • პროდუქტის კონცეფციის შეფასება
  • მარკეტინგის სტრატეგიის განსაზღვრა
  • მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის შემუშავება
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმის შემუშავება
  • მარკეტინგის სამოქმედო გეგმების შემუშავება
  • ფასწარმოქმნის სტრატეგიის განსაზღვრა
  • დისტრიბუციის სტრატეგიის განსაზღვრა
  • მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის განსაზღვრა
  • ელექტრონილი კომერციის სტრატეგიის განსაზღვრა
  • ბრენდინგის სტრატეგიის განსაზღვრა
  • პროდუქტისა და მომსახურების შეფუთვა
  • გაყიდვის სტრატეგიის განსაზღვრა
  • გაყიდვების სისტემის შემუშავება
  • გამოფენებსა და ფესტივალებში მონაწილების სტრატეგიის განსაზღვრა

მართვა

  • სამუშაო აღწერილობებისა და კომპეტენციების განსაზღვრა/შემუშავება
  • თანამშრომლების შერჩევა/გაშვება
  • ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება/განსაზღვრა
  • რესტრუქტურიზაცის სტრატეგიის განსაზღვრა
  • ანაზღაურებისა და წახალისების სისტემის შემუშავება
  • ფუნქციონირების ინდიკატორების განსაზღვრა და ბენჩმარკინგი

საოპერაციო საქმიანობა

  • მონაცემთა ანალიზი
  • ბიზნეს პროცესების აღწერა და გაუმჯობესება
  • ლოჯისტიკისა და ინვენტარიზაციის მართვა
  • მარაგების მართვის სისტემის განსაზღვრა
  • სტანდარტული სამუშაო პროცუდერების შემუშავება
  • ექსპორტ-იმპორტის დაგეგმვა და გამხორციელება

ვიზუალური იდენტობა

  • მარკეტინგული კვლევის და ბრიფის საფუძველზე კრეატიული ბრიფის მომზადება
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის საფუძველზე კრეატიული კონცეფცია
  • კონცეფციის გაშლა მედიებში

შრომითი ხელშეკრულების ნიმუშის მომზადება

  • ბაზისური მომსახურეობის ხელშეკრულების ნიმუშის მომზადება
  • წესდების მომზადება
  • კვირაში ერთ საათიანი კონსულტაცია შრომითი სამართლის საკითხებში
  • შრომით საკითხებში ტრეინინგი
  • კორპორაციულ საკითხებში ტრეინინგი

ვიზუალური კომუნიკაცია

დიზაინი - ლოგო

დიზაინი - ბრენდინგი

დიზაინი - ვებ-გვერდი



შეავსე განაცხადი