დაცვის კომპანია ალგანი 2004 წელს დაარსდა. ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 6000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ალგანი“ უსაფრთხოების სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს შემდეგი მიმართულებით: ცოცხალი ძალა, პირადი დაცვა, საგანგაშო ღილაკი, სიგნალიზაცია, ღონისძიების უსაფრთხოება, ტვირთის გაცილება, ვიდეოკონტროლი, GPS კონტროლი და სხვა.