Nexia-ს ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 120-ზე მეტ ქვეყანაში, 650-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. „ნექსია თიეი“ საერთაშორისო ქსელს უკვე 5 წელია შეუერთდა და საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.
კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: აუდიტს, ბუღალტერიას, გადასახადებს, (სატრანსფერო ფასწარმოქმნა), კონსალტინგს, იურიდიულ მომსახურებას, ნექსია სოლუშენსა და ნექსია თიეი აკადემიას.
„ნექსია თიეი“ მომსახურებას უწევს როგორც მსხვილ და საშუალო, ასევე მცირე ზომის ბიზნესებს. მისი კლიენტები ის კომპანიები არიან, რომლებიც ოპერირებენ წარმოების, ფინანსების, ვაჭრობა/დისტრიბუციის, საბანკო, სამშენებლო, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით.