სტარტაპ დისკუსია გიორგი ჩუგოშვილთან

გიორგი ჩუგოშვილი

Phubber-ის თანადამფუძნებელი

სტარტაპ დისკუსიები გრძელდება!

 

ამჯერად, დისკუსიის სტუმარია ფაბერის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი. ფაბერი ციფრული პლატფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვისთვის გამოუყენებელი ნივთი, ჩვენთვის გამოსაყენებელი გავხადოთ. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი ნივთი.

 

გიორგი გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მოგვიყვება როგორ შეძლო ფაბერმა სულ მცირე დროში გამხდარიყო საქართველოში ტანსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია.

 

სტარტაპ დისკუსიას 21 დეკემბერს, 19:00-ზე ფაბრიკის საშობაო ბაზრობა უმასპინძლებს!

 

მისამართი: ფაბრიკა (ე.ნინოშვილის #8)

 

დისკუსიაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.