სურსათის უვნებლობა

ეკა ბურკაძე

სტარ კონსალტინგის დამფუძნებელი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
  • აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე.
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

სურსათის უვნებლობა

კონსულტაცია თემაზე სურსათის უვნებლობა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია მწარმოებლებისთვის, რესტორნებისთვის, სავაჭრო ქსელებისთვის.

კონსულტაცია დაეხმარება სურსათის მწარმოებელ კომპანიებს და დაინტერესებულ პირებს გაეცნონ, შეიმუშაონ, დანერგონ საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკები  და დააკმაყოფილონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა;
  • სურსათის უვნებლობის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები;
  • სურსათის საფრთხეები და ტემპერატურული რეჟიმები;
  • პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები;
  • HACCP პრინციპები

 

კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელი პირობაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათის უვნებლობა, მომხმარებლის დაცულობა და მწარმოებელმა დაიმკვიდროს სანდო კომპანიის სტატუსი.    

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია: მარჯანიშვილის 7



შეავსე განაცხადი