საგადასახადო საკითხები სტარტაპებისთვის

ბექა მარუაშვილი

აუდიტორული კომპანია RSM Georgia -ს გრძელვადიანი საგადასახადო კონსულტაციების განყოფილების უფროსი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი (აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე).
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

 

კონსულტაციის შედეგად შენ მიიღებ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას, რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლია გამოიყენო
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • შენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

 

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

 

საგადასახადო საკითხები

 

კონსულტაციის თემები

 

  • საქართველოს საგადასახადო სისტემა
  •  საქართველოში მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის ძირითად პრინციპები
  • საშემოსავლო გადასახადი, მისი დეკლარირებისა და ანგარიშსწორების წესი
  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები (მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი)
  • ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები
  • საგადასახადო ვალდებულებების გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები

 

 

კონსულტაციის შედეგად შენ შეძლებ

 

  • ეფექტურად გადაჭრა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიმართულებით არსებული სირთულეები
  • სწორად შეაფასო და გამოიყენო სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების უპირატესობები და ეფექტურად დაგეგმო მომავალი სამოქმედო ნაბიჯები
  • სწორი საგადასახადო დაგეგმვის (მათ შორის, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შერჩევით) საფუძველზე მოახდინო გადასახადების ოპტიმიზაცია, რაც თავის მხრივ დაგეხმარება ბიზნესს რესურსების დაზოგვაში.

 

 

კომპანიის მმართველი რგოლი უშუალოდ არ არის ჩართული ბიუჯეტში გადასახადელი გადასახადების გამოანგარიშებაში. ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო დაბეგვრის პრინციპებისა და თავისებურებების ცოდნა მათთვის მნივნელოვანია. მენეჯმენტი მონაწილეობს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ტიპის საგადასახადო დაბეგვრა.

 

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა – 3 საათი

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია - თბილისი, მარჯანიშვილის N7



შეავსე განაცხადი