გაყიდვები

სოფო გოლეთიანი

"Colliers International Georgia”- ს კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი (აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე)
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

ემოციური გაყიდვები

 

ემოციური გაყიდვების კონსულტაციაზე, მსმენელს ექნება საშუალება გაანალიზოს:

 

  • მის კომპანიაში გაყიდვების პროცესი
  • მოახდინოს ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება
  • დანერგოს ახალი მიდგომები
  • გახადოს გაყიდვების ჯგუფი კიდევ უფრო მოტივირებული
  • იცოდეს სად არის გაყიდვებში კომპანიის მაქსიმალური პოტენციალი

 

კონსულტაციის შემდეგ მონაწილეებს შეეძებათ საკუთარი კომპანიების რეალურ ქეისებზე დაყრდნობით, სწორად მოახდინონ ხარვეზების იდენტიფიცირება,  გაანალიზონ და გადაჭრან გაყიდვების მიმართულებოით არსებული სირთულეები და დაგეგმონ მომავალი სამოქმედო ნაბიჯები.

 

კონსულტაცია ასევე მოიცავს:

 

  •  თანამედროვე გაყიდვების აგების პრინციპებს
  •  გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელების ეტაპებს
  •  გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბებას და მოტივაციას
  •  გაყიდვების გეგმის შედგენას და შედეგების კონტროლს

 

კონსულტაცია განკუთვნილია ორგანიზაციების მფლობელთათვის და გადაწყვეტილების მიმღები იმ პირებისთვის, ვინც ჩართულია პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვებში, როგორც საცალო, აგრეთვე მსხვილ ინდივიდუალურ და კორპორატიულ დაკვეთების მიმართულებით.

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარჯანიშვილის N7



შეავსე განაცხადი