ბიზნეს პროცესების ანატომია

ეკა ქათამაძე

საკონსულტაციო კომპანია "ჯი-ი-სი"-ის პარტნიორი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
  • აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე.
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

ბიზნეს პროცესების ანატომია

 

აღნიშნული კონსულტაცია უზრუნველყოფს კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების სისტემური ხედვის გამომუშავებას. ასევე კონსულტაციის შედეგად დამსწრეები შეძლებენ, ბიზნეს პროცესების მართვის, ანალიზის და გაუმჯობესების მეთოდების გამოყენების უნარების განვითარებას, რაც კომპანიის ბიზნეს და საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

კონსულტაციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: 

  • რა უნდა ვიცოდეთ ბიზნეს პროცესის შესახებ?
  • რა არის ბიზნეს პროცესი? რისთვის და როდის გვჭირდება ბიზნეს პროცესების აღწერა, ვიზუალიზაცია და მოდელირება
  • როგორ „აღმოვაჩინოთ“ ბიზნეს პროცესები?
  • კომპანიის ბიზნეს პროცესები, როგორც ღირებულების შექმნის სისტემის შემადგენელი ნაწილი
  • როგორ გავაუმჯობესოთ ბიზნეს პროცესი?
  • ეფექტური ბიზნეს პროცესის ჩარჩო და ბიზნეს პროცესების ანალიზი კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის

 კონსულტაციის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

  • საკუთარი კომპანიის ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებას და კლასიფიცირებას
  • ბიზნეს პროცესებს შორის ურთიერთკავშირის და ზემოქმედების დადგენას
  • საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებისათვის ბიზნეს პროცესების საწყისი დონის ანალიზის განხორციელებას

 

კონსულტაცია განკუთვნილია ბიზნეს კომპანიის მაღალი დონის მენეჯერებისთვის და კომპანიის მფლობელებისათვის.

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია: მარჯანიშვილის 7



შეავსე განაცხადი