ბიზნეს მოდელირება და ფინანსური გადაწყვეტილებები

გიორგი სიმონგულაშვილი

საკონსულტაციო კომპანია "ჯი-ი-სი"-ის პარტნიორი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
  • აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე.
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

ბიზნეს მოდელირება და ფინანსური გადაწყვეტილებები

კონსულტაცია უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს მოდელის სისტემური ხედვის გამომუშავებას და ფინანსური მართვის მეთოდების და მექანიზმების გამოყენების უნარების გამომუშავებას, რაც კომპანიის ბიზნეს, საოპერაციო და ფინანსური მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

კონსულტაციაზე განხილული განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • ბიზნეს კომპანიები, როგორც ერთიანი სისტემა
  • ბიზნესს კომპანიების 3D მოდელის და ღირებულების შექმნის სისტემის მიმოხილვა
  • კორპორატიული ფინანსური მართვის ელემენტები კომპანიის ბიზნესს მოდელის შენარჩუნება განვითარებისათვის
  • ნულოვანი მოგების წერტილი (Break Even Point)
  • კაპიტალის სტრუქტურა და კაპიტალის ღირებულება
  • საბრუნავი კაპიტალის მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია
  • პროექტების ფინანსური ანალიზის მეთოდები და ტექნიკა
  • დაფინანსების ოპტიმალური ოდენობის და წყაროების განსაზღვრა

 

კონსულტაციის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

  • საკუთარი კომპანიის ბიზნეს მოდელის შეფასებას
  • პროექტების ფინანსირებისათვის ანალიზის მეთოდების გამოყენებას
  • კომპანიის კაპიტალის სტრუქტურის და ღირებულების შეფასებას
  • საჭირო გარე დაფინანსების ოდენობის განსაზღვრას

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია: მარჯანიშვილის 7