სტარტაპ აგრო სესხი

თუ შენ გაქვს აგრო მეურნეობის მართვის გამოცდილება და გსურს დაიწყო

ან განავითარო შენი მეურნეობა და გჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, მზად ვართ დაგეხმაროთ.

 შეავსე სესხის განაცხადი, მიიღე სესხი და განავითარე შენი ბიზნესი!

სესხის პირობები

  • მოცულობა - 20,000 -1,500,000 ლარი
  • მიზნობრიობა - ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, მრავალწლიანი კულტურის ბაღების გაშენება; აგროტურიზმისთვის - უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა/რემონტი.
  • ვადა - მაქსიმუმ 10 წელი
  • საშეღავათო პერიოდი - მაქსიმუმ 5 წელი (დამოკიდებულია დარგის სპეციფიკაციაზე)
  • ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი

სტარტაპ აგრო სესხის მისაღებად საჭიროა

  • იყოთ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ან საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი
  • გქონდეთ პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეოურნეობის დარგში
  • ფლობდეთ მიწას, რომელზეც აპირებთ მეურნეობის შექმნას/განვითარებას.
  • თანამონაწილეობა რეკომენდირებულია 40% ან მეტი, როემლიც შეიძლება იყოს:
    • ფულადი სახსრები - დანაზოგი / ბიზნეს ამონაგები.
    • მოპოვებული გრანტი
    • მშენებლობა/რემონტში განხორცილებული ინვესტიცები
    • პროექტის განსახორციელებლად შეძენილი საბრუნავი საშუალებები, მანქანა დანადგარები / საწარმოო ხაზები / სპეც ტექნიკა, მიწა / შენობა ნაგებობები, სხვა აქტივები
  • თანამონაწილეობა არ მოითხოვება მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების შემთხვევაში. 
  • აგროტურიზმის დაფინანსების შემთხვევაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

დასაფინანსებელი აგრო ბიზნესის ტიპები

  • აგროტურიზმი
  • ბოსტნეულის გადამუშავება
  • თხილის და კაკლის გადამუშავება
  • მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველეობის ფერმა
  • მეფრინველეობის ფერმა (სახორცე მიმართულება)
  • მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება
  • მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები
  • თევზის წარმოება-საკალმახე მეურნეობა
  • მრავალწლიანი კულტურების ბაღები
  • პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობები
  • რძის გადამუშავება და შემგროვებელი პუნქტების მოწყობა
  • ხილის გადამუშავება
  • ხორცისა და თევზის გადამუშვება

უპირატესობები

ყველა მსესხებელ სტარტაპს შეუძლია დარეგისტრირდეს  ინდივიდუალურ კონსულტაციებზე დარგის პროფესიონალებთან შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ფინანსები
  • გადასახადები
  • ციფრული მარკეტინგი
  • ბრენდინგი
  • გაყიდვები
  • მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსების მართვა

 

 

*კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ

სესხის განაცხადის შევსების ინსტრუქცია

დაფინანსების მისაღებად უნდა შეავსო ონლაინ აპლიკაცია. მიჰყევი ინსტრუქციას:

 

  1. გაიარე რეგისტრაცია ჩვენს ვებ გვერდზე.
  2. გადადი სესხის განცხადების ბმულზე, შეიყვანე მომხმარებელი (მეილი) და პასვორდი. 
  3. განაცხადის შესავსებად დაგჭირდება შემდეგი ინფორმაცია: ბიზნეს იდეის/პროექტის აღწერა, სასურველი თანხის მოცულობა და ვალუტა, თანამონაწილეობის თანხა, სესხის მიზნობრიობის აღწერა და რეგიონი, სადაც იწყებთ ბიზნესს.
  4. სესხის აპლიკაციის შევსებიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში დაგიკავშირდებათ თიბისი ბანკის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია არ აკმოყოფილებს სესხის სტანდარტულ პირობებს მიიღებთ შეტყობინებას მეილით მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.


შეავსე განაცხადი