სტარტაპერი

პროგრამის შესახებ

 

 

სტარტაპერი თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანია სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება.

პროგრამა მოიცავს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სტარტაპებისთვის.

თუ ხარ სტარტაპერი, მოდი აქ, ჩაერთე პროგრამის სხვადასხვა აქტივობაში და გახდი უფრო წარმატებული!

 

  • სესხი სტარტაპებისთვის
  • საოპერაციო პროდუქტები
  • ღონისძიებები
  • ტრენინგები
  • ინდივიდუალური კონსულტაციები
  • მედიამხარდაჭერა
  • სტარტაპ ივენთები



ხშირად დასმული კითხვები

რა არის ”სტარტაპერი“?

”სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა.

პროგრამა მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას სტარტაპებისთვის, კერძოდ:

 

  • სესხს სტარტაპებისთვის
  • საოპერაციო პროდუქტებს
  • ტრენინგებს
  • ინდივიდუალურ კონსულტაციებს
  • მედიამხარდაჭერას
  • სტარტაპივენთებს

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამა გათვლილია ნებისმიერი სტარტაპისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაშია და არის მაქსიმუმ 2 წლის.

თუმცა, ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად, სტარტაპები გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

 

  • სესხი შეუძლია აიღოს ბიზნესმა, თუ ის გაყიდვებს აწარმოებს მინიმუმ სამი თვის მანძილზე.
  • საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათი შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა სტარტაპმა, კომპანიის დარეგისტრირებიდან 6 თვის განმავლობაში.

როგორ გავხდე თქვენი პროგრამის მონაწილე?

გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენ ვებ გვერდზე და შემოგვიერთდი! 

რატომ უნდა გავხდე თქვენი პროგრამის წევრი?

„სტარტაპერის“ პროგრამის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა და პრივილეგია, რომ:

 

  • დაესწრონ ჩვენ მიერ ორგანზიებულ სხვადასხვა ღონისძიებას
  • დაამყარონ ახალი კავშირები
  • მიიღონ მონაწილეობა ნეთვორქინგში
  • დაესწრონ გამოცდილი პროფესიონალების მასტერკლასებს
  • მიიღონ საინტერესო ნიუსლეთერები
  • მიიღონ ბრენდირებული აქსესუარები
  • მიიღონ  სპეციალური შეთავაზებები პროგრამის პარტნიორებისგან

მინდა სტარტაპკატალოგში ჩემი სტარტაპიც დაამატოთ, როგორ მოვიქცე?

თქვენი სტარტაპის კატალოგში დასამატებლად გადადით ბმულზე.

ტრენინგი ფასიანია თუ არა?

ტრენინგები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.

როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა ტრენინგებში?

ვებ-გვერდზე www.startuperi.ge,  სტარტაპ განათლების გვერდზე ნახეთ მიმდინარე ტრენინგები და ამავე ვებ-გვერდზე შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ უახლოეს მომავალში და შეგატყობინებთ ტრენინგების დეტალებს (მათ შორის თარიღს, ლოკაციას და ა.შ.)

ერთჯერადია ტრენინგები?

ყველა ტრენინგი არის ერთჯერადი და თითოეული მათგანი გრძელდება 3 საათი.

სტარტაპ ტრენინგზე დასწერება მინდა, მაგრამ კომპანია არ მაქვს, შეიძლება?

ამ ეტაპზე სტარტაპ ტრენინგი გათვლილია მხოლოდ სტარტაპერებზე, რომელთაც კომპანია დარეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში.

სტარტაპერის ტრენიგზე დავრეგისტრირდი, შემიძლია თუ არა მივიდე პირდაპირ ტრენინგზე?

ტრენინგებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას, რის შემდეგაც შეგეძლებათ ტრენინგზე მოსვლა.

რას გულისხმობს მედიამხარდაჭერა?

მარკეტერის ვებ-გვერდზე, Marketer.ge სტარტაპის რუბრიკის სპონსორია თიბისი ბიზნესი. გარდა ამისა, ჩვენი მედიაპარტნიორი ორგანიზაციები: ambebi.ge; bpn.ge, 4motivi.com, ასევე გადაცემა „საქმიანი დილის“ რუბრიკა „სტარტაპერი“ პერიოდულად პერიოდულად გააცნობენ საზოგადოებას პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს.

რომელ საბანკო პროდუქტებზე შემიძლია ვისარგებლო შეღავათით?

თუ ხართ სტარტაპერი, კომპანიის დარეგისტრირებიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებთ:

  • •   ინტერნეტბანკში რეგისტრაციას უფასოდ
  • •   დიჯიპასის აპლიკაციაში რეგისტრაციას უფასოდ
  • •   მიმდინარე ანგარიშის გახსნას უფასოდ
  • •   ბიზინესბარათს 50%–იანი ფასდაკლებით

სად შემიძლია მივიღო პროდუქტები?

თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

დაემატება თუ არა პროგრამას ახალი პროექტები?

პროგრამა მუდმივად იქნება განვითარების რეჟიმში. უახლოესი პროექტი, რომელიც გაეშვება აპრილის ბოლოს, იქნება ბიზნესაპლიკაციების კონკურსი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ის სტარტაპები, რომელთა საქმიანობა პროგრამული უზრუნველყოფებისა და მობილური აპლიკაციების წერაა.

როგორ უნდა ავიღო სესხი?

სესხის მისაღებად საჭიროა, შეავსოთ აპლიკაცია ვებ-გვერდზე www.startuperi.ge.

სტარტაპის დაფინანსებისას თიბისი ბანკი წილში შემოდის თუ არა?

დაფინანსება გულისხმობს სტარტაპ სესხის გაცემას, შესაბამისას თიბისი ბანკი წილში არ შემოდის.

სესხის აპლიკაციის შევსებიდან რა ვადაში მივიღებთ პასუხს?

შემდეგ ეტაპთან დაკავშირებით პასუხს მიიღებთ მაქსიმუმ ორ სამუშაო დღეში. თუ თქვენ წარმატებით გაივლით პირველ ეტაპს და თქვენი განაცხადი გადავა დამუშავების ეტაპზე, სესხი დაგიმტკიცდებათ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

როგორია სესხის პროცენტი და არის თუ არა ის უფრო დაბალი ვიდრე სტანდარტული სესხის პროცენტი?

სესხის პროცენტი სტანდარტულია და მისი მოცულობა დამოკიდებულია ბიზნესის ინდივიდუალურ შეფასებაზე.

რა მიზნობრიობით შემიძლია ავიღო სტარტაპ სესხი?

ნედლეულისთვის, მიმდინარე დანახარჯების დასფინანსებლად, საბრუნავი საშუალებებისთვის და ძირითადი საშუალებების შესაძენად.

სესხის მისაღებად, არის თუ არა შეზღუდვა ბიზნესის საქმიანობაზე?

დიახ, სესხი გაიცემა ბიზნესებზე, რომელთა საქმიანობაა:

  • სერვისი
  • წარმოება
  • ელ-კომერცია
  • ინოვაციები

სესხი მხოლოდ საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე გაიცემა თუ შეიძლება მაგალითად აშშ-ში დაფუძნებული კომპანია იყოს მსესხებელი?

სესხი მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებზე გაიცემა.

საჭროა თუარა უზრუნველყოფის წარმოდგენა?

40,000 ლარამდე შესაძლებელია განაცხადების დამტკიცება მოხდეს უზრუნველყოფის გარეშე ხოლო >40,000 ლარის სესხების შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფის წარმოდგენა.